10 კითხვა, რომელიც უნდა დაუსვა შენს თავს მანამ, სანამ ყოფილთან დაწვები

10 კითხვა, რომელიც უნდა დაუსვა შენს თავს მანამ, სანამ ყოფილთან დაწვები

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

ბევრს ქონია ექს-სექსი, როდესაც ყოფილი მოვიდა ნივთების წასაღებად, შენ კი შემთხვევით გახსენი ღვინის ბოთლი და მან შემთხვევით  გადაგიშალა გული და მერე შემთხვევით მოხვდით საძინებელში.. სტოპ! მანამ სანამ შენში აღმოჩნდება, უცებ გაიარე ეს ჩეკ-ლისტი.

 

  1. მჭირდება ეს? ჩვენ გირჩევთ დაუსვათ თქვენს თავს ეს კითხვა არა მხოლოდ ყოფილთან სექსამდე, არამედ ნებისმიერ სექსამდე და არა მარტო სექსამდე. სცადეთ გაიაზროთ, რას შეიძენთ (სიამოვნებას, მაგალითად, მოტივაცია არაფრითაა უარესი) და რას დაკარგავთ. როგორც კექსთან: შეჭამ კექსს - კარგად იქნები, მაგრამ მერე ოდნავ შეგრცხვება, რომ ეს სტაფილო არ იყო.

 

  1. უარესად ვიქნები? იზრუნე შენს თავზე და შენს ემოციურ ჯანმრთელობაზე. როგორ იგრძნობ თავს მას შემდეგ, რაც ისევ დაკავდები სექსით? ხომ არ გააღვიძებს ეს ძველ მოგონებებს, ხომ არ მოგინდება ისევ დაახლოვდეთ? (ცუდი აზრია).

 

  1. კარგი იყო ის? მოდი შევხედოთ სიტუაციას პრაქტიკული თვალსაზრისით. არის შენი ყურადღების ღირსი, როგორც საყვარელი? გადადგი ეს ნაბიჯი მხოლოდ თუ დარწმუნებული ხარ, რომ თავბრუდამხვევ ორგაზმებს გაჩუქებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არაფრად არ ღირს.

 

  1. ის ნამდვილად არ არის გადამდები? ბოდიშით ასეთი პირდაპირობისთვის, მაგრამ, თუ უკვე აღარ ხართ ერთად, დიდი ალბათობით მას უკვე ჰყავდა ვინმე, და შესაძლოა, არა ერთი. ასე რომ, რაც არ უნდა გადაწყვიტოთ, არ დაგავიწყდეს უსაფრთხოება.

 

  1. მინდა სექსი? ის მინდა? მინდა ჭამა? ზოგჯერ ეს „ჩვევით“ ხდება. აი ხომ იცით, როდესაც თითქოს არც გშია, მაგრამ ხელი მიიპარება კანფეტისკენ, იმისთვის რომ უბრალოდ რამით დაკავდეთ. დარწმუნდით, რომ ეს ის შემთხვევა არაა. სექსი ღირს იმად, რომ იყოთ გახსნილი და მხიარული, და არ იმოძრაოთ ავტომატივით, V ნიშნის დასასმელად.

 

  1. მე სექსი მინდა თუ სიახლოვე? შენ უნდა გაიაზრო, რომ ის შენი ადამიანი აღარაა. ჩვენ ვიცით, როგორი რთული არის ხოლმე ამ ფაქტის აღიარება, მაგრამ ზოგჯერ ეს აუცილებელი კითხვაა. ჰკითხე შენ თავს, გინდა მხოლოდ სიამოვნების მიღება ნაცნობი სექსისგან თუ გინდა ისევ იგრძნო ამ ადამიანთან სიახლოვე.

 

  1. მე მინდა, რომ ეს მხოლოდ ერთხელ მოხდეს? თუ შენთვის საკმარისია ერთჯერადი სექსი, მაშინ კი ბატონო. მაგრამ თუ აპირებ ამის გაკეთებას რეგულარულ ღონისძიებად.. გთხოვ, გადაიფიქრე! ინტიმურ ურთიერთობებს ყოფილთან, როგორი კარგიც არ უნდა იყოს თავიდან, მიჰყავხარ წარსულში. შენ კი მომავალში უნდა იყურებოდე.

 

  1. რას მომცემს მე ეს? სცადე წარმოიდგინო, რას გრძნობ სექსის შემდეგ, უპასუხე კითხვას, რატომ უნდა ჩაიფიქრო ეს საერთოდ.

 

  1. რა იძახის ჩემთვის: ვნება თუ ჩვევა? ხშირად ჩვენ გვაქვს სექსი ყოფილ შეყვარებულთან არა იმიტომ, რომ ვერ ვიკავებთ თავს და ვიწვებით ვნებისგან, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ზუსტად ვიცით, როგორი იქნება ეს. ჩვეული ყოველთვის უფრო წყნარია, ვიდრე რამე ახალი. ახლა შეიძლება უბრალოდ მოდუნდეთ და მიიღოთ სიამოვნება.

 

  1. ხომ არ ჯობია იგივეს გაკეთება ვიბრატორით? აი მართლა, ხომ არ იქნება უფრო სახალისო და თავისუფალი ელექტრონულ მეგობართან, რომელიც არ გამოიძახებს სექსის მერე ტაქსის და არ გაიძულებს იგივეს გაკეთებას? კიდევ ის არ იღლება და არასდროს ათავებს პირველი.

 

 

გაუზიარე მეგობრებს