დაივიწყე პოზა 69: პოზა 68 - სიამოვნების მიღების ახალი გზაა

დაივიწყე პოზა 69: პოზა 68 - სიამოვნების მიღების ახალი გზაა

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

რატომ უნდა სცადოთ პოზა 69? ეს აშკარაა: ორმხრივი სიამოვნებისთვის, რომ მას მოეფერო და ის მოგეფეროს. მაშინ რაღატომ არის საჭირო პოზა 68? გავარკვიოთ.

პოზა 69-ს ბევრი ფანი ჰყავს. იმის მიუხედავად, რომ ის არ არის შესრულებასა და აღქმაში ყველაზე მარტივი, ბევრმა ჩვენმა მკითხველმა დაგვარწმუნა, რომ აქ მიჩვევაა მნიშვნელოვანი. დიახ, თავიდან შეიძლება რთული იყოს ორალური ალერსის გაცემაც და მიღებაც, მაგრამ დროთა განმავლობაში მას ალღოს აუღებ და ისიამოვნებ.

პოზა 68-ის ფილოსოფია საერთოდ სხვანაირია.

როგორ გამოიყურება ის

ერთ-ერთი პარტნიორი (ყველაზე ალტრუისტული) ზურგზე წვება, ფეხები მუხლებში აქვს მოკეცილი, ტერფები დაბლაა. სხვა პარტნიორი ზემოდან წვება, ზურგით პარტნიორის მუცელზე, ზუსტად იმავე პოზიციაში: ფეხები მუხლებშია მოკეცილი. თანაც ისე, რომ ზედა პარტნიორის თავი ქვედა პარტნიორის გენიტალიებთან აღმოჩნდეს, ხოლო ქვედა პარტნიორის თავი ზედა პარტნიორის ფეხებს შორისაა.

რისთვისაა ის

ის, ისევე როგორც სექსი, სიამოვნებისა და ოდნავ მხიარულებისთვიაა. ამ პოზიციის დიდი მინუსი იმაში მდგომარეობს, რომ ნამდვილ სიამოვნებას მხოლოდ ერთი მხარე - ზედა პარტნიორი მიიღებს. ანუ, ქვედა პარტნიორიც ისიამოვნებს იმით, რომ საყვარელ ადამიანს სიამოვნებას მიანიჭებს, მაგრამ სულ ესაა. ეს პოზა ისეთ წყვილებს მოუხდება, რომლებსაც ორალური სექსი მოსწონთ და რომლებიც არ არიან სექსუალურ ცხოვრებაში სიახლეების შემოღების წინააღმდეგი. ეს პოზიცია ანილინგუსისთვის (ასევე ცნობილი როგორც რიმინგი) არის კარგი, ასე რომ თუ ამ პოზას იყენებთ, ეს იდეაც გაითვალისწინეთ.

„შესრულების ნიუანსები

-  იდეალში, პარტნიორები დაახლოებით ერთი სიმაღლის უნდა იყვნენ, თანაც, კომპლექტაციის ერთი მეორეზე ოდნავ დიდი უნდა იყოს.

- ეს პოზა კარგია როგორც „მთავარი კერძის“ წინ წინასწარი მოფერებისთვის  (მაგალითად, ანალური სექსის წინ), ასევე „დესერტის“ სახითაც, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი პარტნიორი გაათავებს (ის, რომელიც ქვემოთაა).

- თუ ზემოდან ხარ, ძალიან არ დააწვე პარტნიორს. ფრთხილად დააწექი პარტნიორის მუცელს, შეხედე მას თვალებში, შეეხე გენიტალიებით, შემდეგ ოდნავ ჩაიწიე და ხელებით იატაკს დაეყრდენი, ნელა ჩამოიწიე ზურგით წინ.

- მის მუხლებს ვნების დროსაც არ მოკიდო ხელი - მას ისედაც უჭირს, ჯობია , რომ შენი წონის ნაწილი ხელებზე დაყრდნობით დაიკავო.

- არ იფიქრო იმაზე, თუ როგორ აგრძნობინო თავი კარგად. ზოგადად კი არა, არამედ ახლა. ეს პოზა ისეა შექმნილი, რომ მთავარი მოქმედი პირი იყოს ის, ვინც ქვემოთაა, ხოლო ის, ვინც ზემოდანაა, უბრალოდ ლამაზად წევს და სიამოვნებას იღებს.

- ეს პოზა კიდევ იმით არის კარგი, რომ მისგან ნებისმიერი გზით გამოსვლა შეიძლება: ცხენოსნის პოზაში გადასვლა და მის სახეზე დაჯდომა.

- ბონუსის სახით, შეგიძლია არომატიზებული ლუბრიკანტი  გამოიყენო, უბრალოდ წაისვი ის გენიტალიებზე ან ანუსზე.

გახსოვდეს: რომელი პოზაც არ უნდა სცადოთ, ყველაფერი ორმხრივი თანხმობით უნდა იყოს და ორივეს ესიამოვნოს.

გაუზიარე მეგობრებს