ზარმაცი სექსი

ზარმაცი სექსი

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

ჩუუ, ამის თქმა არავისთვის არ შეიძლება!

 

ყველა მივეჩვიეთ იმ აზრს, რომ მამაკაცებს უნდათ მხოლოდ ერთი რამ - სექსი. პრდაპირი გაგებით ძინავთ და ხედავენ, თუ როგორ შეძვრნენ ვინმეს კაბის ქვეშ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ირგვლივ ტრიალებენ მხოლოდ სექსუალური მანიაკები. არ ვიდავებთ, რომ ტესტოსტერონი მძლავრი რამეა და ძალიან ძლიერად მოქმედებს. მაგრამ კაცობრიობის ძლიერი ნახევრის წარმომადგენლების უმეტესობა აბსოლუტურად ნორმალური ადამიანები არიან. შეიძლება მათ უნდათ ქალთან გულახდილი საუბარი, ხოლო სტერეოტიპი უბიძგებთ, რომ შეძვრნენ კაბის ქვეშ. არ შეძვრები და კაცი არ ხარ. თქვენ პირველი ჰკიდებთ მას იარლიყს.

 

საცოდავი მამაკაცები უბრალოდ იძულებული არიან, შეესაბამებოდნენ საზოგადოების მიერ შექმნილ სტერეოტიპებს. იქნებ საჭმლის მომზადება ან ქარგვა უყვარს რომელიმეს? მაგრამ, ჩუ, არავისთვის არ შეიძლება ამის თქმა! ეს ხომ სუფთა ქალის საქმეა. მან უნდა ავარჯიშოს ბიცეპსი, უგულშემატკივროს ფეხბურთის გუნდს და მუშტი დაარტყას მაგიდას. კაცები მუდმივად იმყოფებიან სტრესულ მდგომარეობაში. მათ ხომ მუდმივად რაღაცა ევალდებულებათ: ხოლო ვალდებულება არის ის, რაც უნდა გააკეთო, მაგრამ არ გინდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ კაცებს ეზარებათ ამ ყველაფრის გაკეთება. მათ შორის, სექსით დაკავებაც და ტესტოსტერონის ფიზიოლოგია აქ აღარ ეხმარებათ. ახალგაზრდა ასაკში შეიძლება, მაგრამ ზრდასრულში უკვე სხვა რამეა მნიშვნელოვანი.

 

რატომ ჩნდება სიზარმაცე, კაცებისთვის ისეთ მნიშვნელოვან პროცესშიც, როგორიცაა სექსი. რა არის სიზარმაცე ზოგადად? ამისთვის უნდა გავარკვიოთ, როდის ჩნდება ის. ჰკითხეთ თქვენს თავს, როდის გეზარებათ რამის გაკეთება. არა, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, არა - ეს სიზარმაცე არის, უბრალოდ თქვენი დაღლილობის გამოვლინებაა. სხვათაშრის, კაცებიც იღლებიან. თუ გინდათ სექსი ღამის 2 საათზე და ის 6 საათზე უნდა ადგეს, ნუ გექნებათ ემოციების ვნებიანი გამოვლენის იმედი.

 

ჩვენ სხვა სიზარმაცეზე ვსაუბრობთ, იმაზე, როდესაც გქონდათ ძალაც, დროს, მაგრამ რაღაცას არ აკეთებდით? რა სიტუაციაში ხდებოდა ეს? სწორია, როდესაც უნდა გაგეკეთებინათ რაღაც მოქმედება, უნდა გაგეკეთებინათ, მაგრამ არ გინდოდათ. რატომ? პასუხი აშკარაა - რადგან ეს ქმედება იძულებით უნდა შეგესრულებინათ. ის კი ეწინააღმდეგებოდა თქვენს სურვილებს.

 

ესე იგი, როდესაც გვაიძულებენ რამის გაკეთებას, ირთვება დამცავი მექანიზმი, რომელიც დაფუძნებულია ამ იძულებით გამოწვეული ნეგატიურ ემოციებზე. ჩნდება სიზარმაცე. ის დაფუძნებულია, მაგალითად, წყენაზე - მე მაიძულებენ, მე კი ამას განზრახ არ გავაკეთებ. ან დანაშაულის გრძნობაზე, როდესაც დამნაშავედ წარმომაჩენენ იმის გამო, რომ ამას არ ვაკეთებ. არავის უნდა იყოს მოვალე ან დამნაშავე. თუ გინდათ ადამიანს წაართვათ რამის გაკეთების სურვილი, ეს არის ყველაზე სწორი გზა. ალბათ შეგიმჩნევიათ ასევე, რომ სამსახურში, როდესაც თქვენს დამსახურებას არ აღნიშნავენ, თქვენ გეზარებათ რამის გაკეთება. გეზარებათ ინიციატივის გამოვლინება. იგივე გრძნობები მართავს სექსუალურ სურვილსაც. ფრაზას „შენ ვალდებული ხარ“ შეუძლია სექსისგან დააშინოს ყველაზე მშიერ მამაკაცსაც კი. რადგან სექსი ის სფეროა, სადაც ის ვალდებული კი არ არის, არამედ უნდა. ანუ აქვს ბუნებრივი სურვილი. და სწორედ ეს სურვილი, რომელიც წარმოიშვა ბუნებრივი გზით, მას აღაგზნებს.

 

მეტიც, მისი დამსახურებაც უნდა იყოს აღნიშნული. რადგან თუ თქვენი მხრიდანაც სექსი აღიქმება, როგორც მეუღლეთა ვალდებულება, მაშინ თქვენს პარტნიორს ზუსტად ეცოდინება, რომ არ უნდა გამოავლინოს ინიციატივა. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ვსაუბრობთ არასწორ მამაკაცებზე, მამაკაცებზე სექსუალური გადახრებით, რომლებიც უნდა ეწვიონ სექსოლოგს. მაგრამ, ბევრი მამაკაცი და მათი ცოლები, გაარკვევენ რა სექსოლოგთან, რომ ფიზიოლოგიური თვალსაზრისით ყველაფერი წესრიგში აქვთ, იძულებული არიან, მივიდნენ ფსიქოლოგთან. რადგან პრობლემა თავშია.

 

სპეციალისტებს დახმარების მისაღებად მიმართავენ სოწრედ ასეთი წყვილები და სწორედ იმ მიზეზით, რომ მამაკაცს დაეზარა თავისი სექსუალური ყურადღების მიქცევა ცოლისთვის. მიზეზი ყოველთვის ერთი და იგივე იყო - ძალიან ბევრი ვალდებულების გრძნობა და ძალიან ცოტა დადებითი ემოცია. ამიტომ მეტად გაახარეთ თქვენი ქმრები, მათ ეს დაიმსახურეს.

 

გაუზიარე მეგობრებს